ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

მექანიკური ენერგია,

პოტენციური და კინეიკური ენერგია

სწავლების საფეხური

საბაზო IX-კლასი

მოსწავლეთა პროფილი

25

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილი მნიშვნელოვანია დაკვირვების, კვლევის–უნარ ჩვევების განვითარება მექანიკური ენერგიის ფორმების განხილვისას. აქტუალურია განასხვავოს მექანიკური მუაობის ცნება ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული მუშაობის ცნებასთან

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ბუნ. IX.5. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ.

ბუნ. IX.6. მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადცემასა და გარდაქმნას.

შედეგი: განასხვავებს ენერგიის ფორმებს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით პოულობს საჭირო მასალას, ახდენს მათ ორგანიზებას და ნათლად წარმოდგენას.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან მუშაობის, ენერგიის გნმარტება.

შეფასების საგანი და პროცედურები

მასალის მოძიების და ანალიზის უნარი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ინტერნეტით მოძიებული მასალა. ვირტუალური ლაბორატორია, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილს ვიწყებთ გონებრივი იერიშით (ასოციაციური რუკა) რა არის ენერგია? (5წთ.)

სადემონსტრაციო ცდა ბურთულის მეშვეობით(15წთ)

შესაბამისი ექსპერიმენტი ვირტუალური ლაბორატოორიდან(15წთ)

ზეპირი პრეზენტაცია(7წთ)

შეფასება(3წთ)

სინათლის მოვლენები

სფერული ელვა

პროექტის პრეზენტაცია

პროექტი ფიზიკაში
View more presentations from 114-e.
'>ბირთვული კვლევები