ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

მექანიკური ენერგია,

პოტენციური და კინეიკური ენერგია

სწავლების საფეხური

საბაზო IX-კლასი

მოსწავლეთა პროფილი

25

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

გაკვეთილი მნიშვნელოვანია დაკვირვების, კვლევის–უნარ ჩვევების განვითარება მექანიკური ენერგიის ფორმების განხილვისას. აქტუალურია განასხვავოს მექანიკური მუაობის ცნება ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული მუშაობის ცნებასთან

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ბუნ. IX.5. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ.

ბუნ. IX.6. მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადცემასა და გარდაქმნას.

შედეგი: განასხვავებს ენერგიის ფორმებს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით პოულობს საჭირო მასალას, ახდენს მათ ორგანიზებას და ნათლად წარმოდგენას.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან მუშაობის, ენერგიის გნმარტება.

შეფასების საგანი და პროცედურები

მასალის მოძიების და ანალიზის უნარი

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ინტერნეტით მოძიებული მასალა. ვირტუალური ლაბორატორია, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილს ვიწყებთ გონებრივი იერიშით (ასოციაციური რუკა) რა არის ენერგია? (5წთ.)

სადემონსტრაციო ცდა ბურთულის მეშვეობით(15წთ)

შესაბამისი ექსპერიმენტი ვირტუალური ლაბორატოორიდან(15წთ)

ზეპირი პრეზენტაცია(7წთ)

შეფასება(3წთ)

გაკვეთილი ფიზიკაში

სამიზნე ჯგუფი: 9 კლასი

გაკვეთილის თემა: სინათლის მოვლენები

პედაგოგი: ელისო ნადირაძე

გაკვეთილის მთავარი თემა: სინათლის მოვლენები (შემაჯამებელი გაკვეთილი)

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ეს გაკვეთილი ხელს უწყობს თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას. ანვითარებს აქტიური მოსმენის უნარს, საკუთარი აზრის გამოთქმასა და დასაბუთებას.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ინფორმაციის მოძიების, კვლევის და ანალიზის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარ–ჩვევების განვითარება.

მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირება.

მოსწავლეების მიერ სინათლის გავრცელების გამოკვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლეებმა შეძლეს მასალების მოძიება . გაიღრმავეს ცოდნა სინათლის მოვლენების შესახებ. მოსწავლეებმა დაამუსავეს სამი თემა: 1. მთვარისა და მზის დაბნელება, 2. რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი? 3. ოპრიკური სისტემების გამოყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში.

წარმოადგინეს პრეზენტაციაზე მოძიებული სა შექმნილი მასალა, მაკეტები, კოლაჟები მოცემულ თემებზე.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან მოვლენები, რომლებიც სინათლეს უკავშირდება, იციან სინათლე როგორ ვრცელდება ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში. რა კანონზომიერებით აირეკლება ბრტყელი თუ სფერულ სარკიდან. როგორ იცვლის მიმართულებას ლინზაში გავლისას სხივი და როგორ გამოსახულებას ვღებულობთ. ოპტიკური სისტემების გამოყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში

შეფასების საგანი და პროცედურები

პრეზენტაციის შეფასება იხილეთ ბმულზე http://docs.google.com/View?id=dc95prjx_104ck3gt8d4


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, მაკეტისათვის მასალები, ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოთელვით ,,სინათლე ყველაზე ბნელი ადგილია ფიზიკაში“. ეს გამოთქმა დღესაც აქტუალურია ფიზიკოსებში. ათასწლეულებია წარმოებს სინათლის ბუნების შესწავლა. განსხვავებული ჰიპოტეზები ცვლიდა და დღესაც ცვლის ერთმანეთს. ძველ მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნდა, რომ თვალებიდან გამოდის განსაკუთრებით წვრილი საცეცები და მხედველობითი შთაბეჭდილება წარმოიქმნება მათ მიერ საგნების მოსინჯვის დროს.

სინათლის ბუნების ახსნა საკმაოდ რთულია, რადგან იგი თავისი თვისებებით მკვეთრად განსხვავდება სხვა ფიზიკურ ობიექტებისაგან. სინათლე არის გამოსხივება, რომელსაც აღიქვამს თვალი, ამიტომ სინათლეს ხილულ გამოსხივებას უწოდებენ.

ადამიანის ცხოვრებაში სინათლეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, სამყაროს შესახებ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ვღებულობთ სინათლის საშუალებით, სინათლე წარმოადგენს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელ პირობას .

კლასი დაყოფილი იყო სამ ჯგუფად, თვითეულ ჯგუფს მიცემული ჰქონდა დავალება:

I ჯგუფის დავალება: მთვარისა და მზის დაბნელება

II ჯგუფის დავალება: რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი?

IIIჯგუფის დავალება: ოპტიკური ხელსაწყოები

დავალებები წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით। შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები.

სიმულაციები ფიზიკაში


სფერული ელვა

  1. პროექტის სახელი: სფერული ელვა

  2. პროექტის მოკლე აღწერა:

    სფერული ელვა დღემდე ამოუხსნელი ფენომენია, წარმოადგენს ელვის სახეობას,აქვს სფეროსებრი ფორმა და მისი გადაადგილების ტრაექტორია ამოუცნობია.მისი წარმოშობის 200 მდე თეორია არსებობს,მაგრამ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ დაამტკიცა თუ როგორ წარმოიშვა ეს ფენომენი.სფერული ელვის შესწავლა ხდება თვითმხილველების მონათხრობის საფუძველზე

  3. პროექტის სრული აღწერა:

    სფერული ელვა ჩნდება შტორმისა და ჭექა-ქუხილის დროს,მაგრამ არსებობს რამოდენიმე შემთხვევა როცა მზიან ამინდშიც მოხდა ეს მოვლენა.მისი ტრაექტორია როგორც ვთქვი ამოუცნობია,მაგრამ უფრო ხშირად მოძრაობს ჰორიზონტალურად, ქაოტურად,აღწევს შენობა-ნაგებობებში .ხშირად სფერულ ელვას თან ახლავს ხმები,იწვევს რადიო სიგნალების ჩახშობას.მისი ხანგძლივობა დაახლოებით 1 წუთია,შემდეგ კი ფეთქდება.აფეთქების დროს ძალიან დიდი ენერგია გამოიყოფა.ფორმა აქვს სფერული და დიამეტრი მერყეობს რამდენიმე სანტიმეტრტიდან მეტრამდე.სფერული ელვა ანათებს თეთრ,ყვითელ ან მცვანე ფერად,ნათებას 100 ვატამდე ძალა აქვს.სიცოცხლეში ერთხელ მაინც სფერული ელვის დანახვის შესაძლებლობა 0.01 %_ია.

  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17წ.

  5. ვადები და ხანგრძლივობა: ორი კვირა

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: მოძიებული მასალებიდან შეიქმნება საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდები। ბავშვებს შეექმნებათ გარკვეული შეხედულება ბუნებრივ მოვლენაზე(ელვა).

  8. სარგებელი სხვებისათვის:გაეცნობიან მოძიებულ ინფორმაციას,თუ დასჭირდებათ გამოიყენებენ ამ მასალებს.

  9. სამუშაო ენა: ქართული

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა,ასტრონომია

  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელისო ნადირაძე (114-ე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი)

  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nadiradze.eliso@gmail.com

  14. პროექტის ფორუმი:
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://fizikosiqalebi.blogspot.com/

ფიზიკოსი ქალები

  1. პროექტის სახელი: ფიზიკოსი ქალები

  2. პროექტის მოკლე აღწერა: მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი ქალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება

  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ფიზიკოსი ქალების შესახებ, შეიტყობენ თითოეული ქალბატონის აღმოჩენის შესახებ ამ დარგში. გამოიკვლევენ მსოფლოში რამდენი ქალბატონი მოღვაწეობდა ფიზიკის დარგში, აღმოაჩენენ თუ რატომ იყო ტაბუ დადებული ქალების მოღვაწეობა ამ დარგში.

  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17წ.

  5. ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: გამოიმუშავებენ კვლევის უნარს, გაიღრმავებენ ცოდნას, განთავსდება ინტერნეტში ინფოემაცია ფიზიკოსი ქალების შესახებ ქართულ ენაზე.

  8. სარგებელი სხვებისათვის:

  9. სამუშაო ენა: ქართული

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა,ისტორია,მათემატიკა

  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელისო ნადირაძე (114-ე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი)

  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nadiradze.eliso@gmail.com

  14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1eac5522!v
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://fizikosiqalebi.blogspot.com/

სინათლის მოვლენები

სფერული ელვა

პროექტის პრეზენტაცია

პროექტი ფიზიკაში
View more presentations from 114-e.
'>ბირთვული კვლევები