გაკვეთილი ფიზიკაში

სამიზნე ჯგუფი: 9 კლასი

გაკვეთილის თემა: სინათლის მოვლენები

პედაგოგი: ელისო ნადირაძე

გაკვეთილის მთავარი თემა: სინათლის მოვლენები (შემაჯამებელი გაკვეთილი)

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ეს გაკვეთილი ხელს უწყობს თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას. ანვითარებს აქტიური მოსმენის უნარს, საკუთარი აზრის გამოთქმასა და დასაბუთებას.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ინფორმაციის მოძიების, კვლევის და ანალიზის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარ–ჩვევების განვითარება.

მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირება.

მოსწავლეების მიერ სინათლის გავრცელების გამოკვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა: მოსწავლეებმა შეძლეს მასალების მოძიება . გაიღრმავეს ცოდნა სინათლის მოვლენების შესახებ. მოსწავლეებმა დაამუსავეს სამი თემა: 1. მთვარისა და მზის დაბნელება, 2. რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი? 3. ოპრიკური სისტემების გამოყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში.

წარმოადგინეს პრეზენტაციაზე მოძიებული სა შექმნილი მასალა, მაკეტები, კოლაჟები მოცემულ თემებზე.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან მოვლენები, რომლებიც სინათლეს უკავშირდება, იციან სინათლე როგორ ვრცელდება ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში. რა კანონზომიერებით აირეკლება ბრტყელი თუ სფერულ სარკიდან. როგორ იცვლის მიმართულებას ლინზაში გავლისას სხივი და როგორ გამოსახულებას ვღებულობთ. ოპტიკური სისტემების გამოყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში

შეფასების საგანი და პროცედურები

პრეზენტაციის შეფასება იხილეთ ბმულზე http://docs.google.com/View?id=dc95prjx_104ck3gt8d4


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, მაკეტისათვის მასალები, ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი

გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი დავიწყე მოთელვით ,,სინათლე ყველაზე ბნელი ადგილია ფიზიკაში“. ეს გამოთქმა დღესაც აქტუალურია ფიზიკოსებში. ათასწლეულებია წარმოებს სინათლის ბუნების შესწავლა. განსხვავებული ჰიპოტეზები ცვლიდა და დღესაც ცვლის ერთმანეთს. ძველ მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნდა, რომ თვალებიდან გამოდის განსაკუთრებით წვრილი საცეცები და მხედველობითი შთაბეჭდილება წარმოიქმნება მათ მიერ საგნების მოსინჯვის დროს.

სინათლის ბუნების ახსნა საკმაოდ რთულია, რადგან იგი თავისი თვისებებით მკვეთრად განსხვავდება სხვა ფიზიკურ ობიექტებისაგან. სინათლე არის გამოსხივება, რომელსაც აღიქვამს თვალი, ამიტომ სინათლეს ხილულ გამოსხივებას უწოდებენ.

ადამიანის ცხოვრებაში სინათლეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, სამყაროს შესახებ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ვღებულობთ სინათლის საშუალებით, სინათლე წარმოადგენს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელ პირობას .

კლასი დაყოფილი იყო სამ ჯგუფად, თვითეულ ჯგუფს მიცემული ჰქონდა დავალება:

I ჯგუფის დავალება: მთვარისა და მზის დაბნელება

II ჯგუფის დავალება: რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი?

IIIჯგუფის დავალება: ოპტიკური ხელსაწყოები

დავალებები წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით। შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები.

სიმულაციები ფიზიკაში


Комментариев нет:

Отправить комментарий

სინათლის მოვლენები

სფერული ელვა

პროექტის პრეზენტაცია

პროექტი ფიზიკაში
View more presentations from 114-e.
'>ბირთვული კვლევები